ცხენების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთი გახსნილი დანაშაულის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. საქმე ამჯერად ცხენების ქურდობას ეხება.

შემთხვევა ქვემო ქართლში მოხდა.

მომხდარზე ერთი პირია დაკავებული, რომელმაც გამოძიების ცნობით, მოქალაქეებს ოთი ცხენი მოპარა.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.