აჭარაში ციტრუსის რთველი დაიწყო.
რეგიონში წელს 55 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. ციტრუსზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ ბაზარზე გაზრდილია, თუმცა მებაღეები ამბობენ, რომ ამის მიუხედავად სარეალიზაციო ფასი არ იზრდება. გაცილებით მაღალია საადრეო მანდარინის ფასი, ამიტომ მეციტრუსეები ახალი ჯიშის გაშენებას ცდილობენ. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 10 თეთრით გაიზარდა არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების ფასი. წვიმიანი ამინდების გამო ჯერ მოსავლის მხოლოდ 10 %-ია დაკრეფილი. ციტრუსი მებაღეებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ ისევ რჩება.
მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე დეტალებით.