ცირკი ელუაზი თბილისშია

ცირკოპოლისი” – ცირკი ელუაზი თბილისშია. საერთაშორისო ფესტივალის კიდევ ერთი უცხოური დასი, რომელსაც ცირკისა და თეატრის მოყვარულები წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებით ელოდნენ, დღეს პირველ წარმოდგენას გრიბოედოვის თეატრის სცენაზე აჩვენებს.

ცირკი ელუაზის მსახიობებმა დღეს სცენაზე პირველი რეპეტიციაც გაიარეს. კოსტიუმირებული სტილიზებული წარმოდგენა თეატრალური ხელოვნებისა და საცირკო ხელოვნების ერთგვარი სინთეზია.