60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი გამორჩეული სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილითა და საინტერესო ისტორიებით – სინედოკ 2018 – იწყება.
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი თბილისში მეექვსედ გაიმართება.
ტრადიციული სექციების გარდა, წელს კინოფორუმს კიდევ ერთი პროგრამა Virtual Reality დაემატება, რომლის პრეზენტაციას პოლონელი კინემატოგრაფისტები გეგმავენ.
წელს პირველად სინედოკ იანგის სექციაში ქართველი ბავშვების მიერ გახმოვანებული ფილმები მოხვდება.
ფესტივალს კინოთეატრებთან ერთად სასწავლო დაწესებულებებიც უმასპინძლებენ.