ცინცაძე –კარტოზიას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დღეიდან დაწყო და სავარაუდოდ, 5 თვეში დასრულდება. პროექტისთვის 2 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი. მერის ინფორმაციით, პროექტი საცობების პრობლემის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს. ცნობილია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაძლოა, გარკვეული რაოდენობის ხის მოჭრის ან გადარგვის აუცილებლობა გახდეს საჭირო. რის ჩანაცვლებასაც მერია ახალი ნერგებით გეგმავს.
მშენებლობის დაწყების პროცესი კახა კალაძემ მოინახულა.