თბილისში ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი გაიხსნა. 3-დღიან ღონისძიებაში 1000-მდე დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის მსოფლიო ბაზარზე ამ სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, “ბიტ-მეინის” თანადამაარსებელი.
ფორუმის გახსნას საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები დაესწრნენ. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, სამიტი თბილისში იმართება, ვინაიდან საქართველო მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტომაინერია.