სოფელ აღაიანში შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, შესაძლოა მოკლული ბავშვის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა გააკეთა.
ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია და საქმის ფარგლებში მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება.
16 წლის არასრულწლოვანი გოგო, საკუთარი 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით ოთხშაბათს გამთენიისას დააკავეს. შინაგან სამქეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაორსულების დროს, ბრალდებული 15 წლის იყო, შესაბამისად, იმ პერიოდში მასთან სქესობრივი კავშირი დანაშაულს წარმოადგენდა.