საქართველოს პირველი არხის მიერ ჩატარებული ონლაინ-ოლიმპიადის გამარჯვებულებმა პრიზები მიიღეს.
არაქართულენოვანი სკოლების 200-მდე მოსწავლე ერთმანეთს ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნაში ეჯიბრებოდა. ეს არის პროექტი „ჩვენი ქართული ენა“, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პროექტი მსგავსი შეჯიბრებებით და სხვა აქტივობებით გაგრძელდება.