„ჩვენი ხმა ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით დედაქალაქში მარში მიმდინარეობს. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მონაწილეები ევროპის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც რეკორდული მასშტაბის ევროკავშირის დროშა გაიშლება.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დროშაზე გამოსახული თითოეული ვარსკვლავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია დამზადებული, რაც ევროპული ინტეგრაციისადმი მთელი საზოგადოების მისწრაფებას გამოხატავს. მარშში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით იმართება, რიგით მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ადგილზე ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტსაც.