პირველი არხის მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
ხვალ ჩვენი ტელევიზია საქველმოქმედო აქცია-მარათონს გამართავს. მასში მუსიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მიზანი საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარებაა. თანხის გაღება როგორც „ესემესის“, ასევე საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით იქნება შესაძლებელი. შეგროვებული თანხა დაზარალებულ ოჯახებს გადაერიცხებათ.
„ჩვენ უკრაინისთვის“, – ასე ჰქვია მარათონს, რომელიც ხვალ, 22 საათზე დაიწყება და პირველი არხის ეთერში გადაიცემა. მარათონს ტელევიზია „წითელ ჯვართან“ ერთად მართავს. მსგავს საქველმოქმედო აქციებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის არაერთი წევრი მაუწყებელი მართავს.