„ჩუმად რეპეტიციაა“ - კახა ბაკურაძის სპექტაკლი გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე
მოძრაობის თეატრმა მაყურებელს რეჟისორ კახა ბაკურაძის სპექტაკლი „ჩუმად რეპეტიციაა“ გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე წარუდგინა.
თეატრის მსახიობებმა სათქმელი სიტყვების გარეშე, პლასტიკით, მუსიკით და ემოციით გამოხატეს.