ჩრდილოეთის ნაკადი ევროპაში - ბუნებრივ აირზე ევროკავშირისა და რუსეთის შეთანხმება გამოწვევების წინაშეა
ბუნებრივ აირზე ევროკავშირისა და რუსეთის შეთანხმება გამოწვევების წინაშეა. ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის დამატებითი რესურსები მნიშვნელოვანია, თუმცა, მიმწოდებლის ფაქტორი ხშირად უთანხმოების საფუძველი ხდება.
ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან დაკავშირებით ევროკომისიამ მესამე ენერგობაზრის პაკეტის შესწორებები წარადგინა, რამაც, შესაძლოა, პროექტი შეაფერხოს. პროექტის აქტიური მოწინააღმდეგეები არიან პოლონეთი და ლიტვა და მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის ამოქმედებით, ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე კიდევ უფრო გაიზრდება.
2011 წელს ინიცირებული პროექტის ექსპლოატაციაში მიღება 2020 წლისთვის იგეგმება.