ისტორიული სამიტი ვლადივასტოკში. ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ეს იყო რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი ვიზიტი. პირისპირ ორსაათიანი შეხვედრის დროს მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე და მასში ამერიკის შეერთებული შტატების როლზე ისაუბრეს.
დონალდ ტრამპთან წარუმატებლად დასრულებული ბოლო მოლაპარაკების შემდეგ ვლადივასტოკის აუდიენციის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იყო.
შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთი ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას უჭერს მხარს. თუმცა პრობლემის მოგვარების გზებზე ლიდერებს კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებიათ.