ორთვიანი შესვენების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ ნახევარკუნძულზე ბირთვული მოქმედებები გაააქტიურა. კომუნისტური სახელმწიფოს ლიდერის, კიმ ჩენ ინის უშუალო ხელმოწერით, ბირთვული ქობინით აღჭურვილი ახალი რაკეტა გაუშვეს. ფხენიანში ამბობენ, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გასაშვებად ახალი მექანიზმი გამოიყენეს, ბირთვულ ქობინს კი, დედამიწის ატმოსფეროში მეორედ შესვლის შესაძლებლობა გააჩნია.
წინასწარი მონაცემებით, რაკეტა 4. 475 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა და იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ზღვაში ჩავარდა.
ფხენიანის მოქმედებებს საერთაშორისო საზოგადოება პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.