ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას, ხელოვანების სეულში ვიზიტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების გამართვას 15 იანვარს სთავაზობს
ხელოვანების სეულში ვიზიტთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეას მოლაპარაკებების გამართვას 15 იანვარს სთავაზობს. სამხრეთ კორეის ეროვნული შერიგების სამინისტროში ამბობენ, რომ მთავრობა პასუხს წინადადების განხილვის შემდეგ გასცემს.
მანამდე სეულმა ფხენიანს 15 იანვარს მოლაპარაკებების გამართვა ზამთრის ოლიმპიადაში ჩრდილო კორეელი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით შესთავზა.
ზამთრის ოლიმპიადა სამხრეთ კორეაში 9-დან 25 თებერვლამდე გაიმართება.