ნატო-ს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, – ეს გზავნილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბათუმში დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, როუზ გოტმიოლერმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ნატო-ს ასპირანტ სახელმწიფოებს შორის საქართველო ლიდერი ქვეყანაა, ალიანსი აღიარებს საქართველოს პროგრესს და ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტისა და ყველა შემდგომი გადაწყვეტილების.
საქართველოში ატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი უკვე დასრულდა. ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.