თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმე განიხილა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაიკითხა „მწვანე სკოლის“ სასწავლო ნაწილი და პედაგოგი. ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეებმა გარდაცვლილი ლუკა სირაძე დაახასიათეს, მათ ასევე ისაუბრეს განყოფილებაში მისი დაკითხვის დეტალებზე და აღნიშნეს, რომ მათი ინფორმაციით, დაკითხვა ბრალდებულის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებით მიმდინარეობდა. ადვოკატი ამბობს, რომ პედაგოგები ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ.