ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა. ადგილობრივი მცხოვრებლები ქუთაისში მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ოფისის წინ შეიკრიბნენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელი სოფელში ეკოლოგიას მნიშვნელოვნად დააზიანებს. ასევე ვარაუდობენ, რომ დიდია მდინარის დაბინძურების საფრთხეც.
ჭოგნარის მცხოვრებლები სპეციალისტების ჩასვლას ითხოვენ, რომლებიც ადგილზე არსებულ ვითარებას შეაფასებენ და ობიექტურ დასკვნას დაწერენ.