ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების დანერგვას ეხმაურებიან ტრანსპორტისა და საგზაო საკითხების ექსპერტები. მათი შეფასებით, თბილისის მერიის პროექტი დედაქალაქში უსაფრთხო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. სპეციალისტების თქმით, შესაძლებელი იქნება მანქანების ნაკადების განეიტრალება და გადატვირთული მოძრაობის კონტროლი, რაც საცობებს განტვირთავს.