თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩხუბში მონაწილე ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საუბარია 24 ივნისს მომხდარ ძალადობაზე, რომელშიც ბრალდებულია შვიდი პირი, მათ შორის დეპუტატ კობა კობალაძის შვილი. ბრალდებულებიდან ერთი პირის მიმართ პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.