„ჩიტები“ – ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც ელდარ შენგელაია ძმის, გიორგი შენგელაიას ხსოვნას უძღვნის. ნამუშევრის პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს პირველი არხის თანადაფინანსებით გადაიღეს.
ორი მეგობრის ისტორიაზე აგებული ფილმი თავისუფლების იდეაზეა. ფილმის სცენარი ამირან დოლიძეს ეკუთვნის, მუსიკა დათო ევგენიძეს. ფილმში პაატა მოისწრაფიშვილი და ტრისტან სარალიძე მონაწილეობენ.
ახალი ნამუშევრის ტელეპრემიერას საქართველოს პირველი არხის მაყურებელი 26 მაისს, 23:00 საათზე, „მოამბის“ დასრულების შემდეგ იხილავს.