საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა შეუძლია. ჩვენს ქვეყანასა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცე უკვე ამოქმედდა და 1 იანვრიდან ქართველი მეწარმეები ჩინეთში პროდუქციის შეტანისას გადასახადს არ გადაიხდიან. ანალოგიურად ბარიერები მოიხსნა ჩინეთიდან საქონლის შემოტანაზეც. ადგილობრივი ბაზრის დაცვის მიზნით მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისია დაშვებული. მოლაპარაკებები ოფიციალურ პეკინთან რეკორდულად მოკლე ვადაში დასრულდა და დოკუმენტს შარშან, მაისში მოეწერა ხელი. შედეგად ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2018 წელს ქვეყანაში ახალი ინვესტიციები შემოვა.
სანდრო ჯუფალაკიანი დაინტერესდა, რა შეღავათებს გულისხმობს ჩინურ მხარესთან ხელმოწერილი ხელშეკრულება და რა სარგებელს ელოდება საქართველო.