ჩინეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაავადებული 1318 ადამიანი განიკურნა, 11 დაავადებული გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 15-ით გაიზარდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა. ხუბეის პროვინციაში, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა, დაავადების მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი კლების გამო, ქალაქ უხანში, კორონავირუსის გავრცელების გამო გახსნილი ყველა დროებითი საავადმყოფო, დახურეს.
მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4638-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული 68 284 პირი. სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 126 258 შემთხვევა. გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა საბერძნეთში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი „კოვიდ-19“ პანდემიად გამოაცხადა.