ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულების თითქმის 70 პროცენტი განიკურნა
ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულების თითქმის 70 პროცენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის საკითხებში ჩინეთის სახელმწიფო კომისია იუწყება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 80 651 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 55 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო ცენტრებში 22 177 ადამიანი იმყოფება. მათგან 5 498 ინფიცირებულს მძიმე მდგომარეობა აქვს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბოლო პერიოდში ჩინეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.