ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მომავალ კვირას ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. კრემლში ამბობენ, რომ ორი ქვეყნის პირველი პირის საუბრის მთავარი თემა ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა იქნება.
რამდენიმე კვირის წინ, ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკუთარი ხედვა წარადგინა. ამავდროულად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აპირებს, რის გამოც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პეკინი სანქციების შესახებ გააფრთხილა.