თბილისში ჩინური კინოს ფესტივალის ფარგლებში, ჩინეთის კინოადმინისტრაციის დელეგაცია კულტურის სამინისტრის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს მხარეებს შორის ურთიერთობისა და კინოხელოვნებაში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. განიხილეს ერთობლივი პროდუქციის შექმნის შესაძლებლობები. მსჯელობის თემები იყო მომავალი წლიდან ქართული კინოს ფესტივალის ჩატარება ჩინეთში და ქართული და ჩინური კინოარქივების თანამშრომლობის გაძლიერება.