სამწლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა.
პეკინში იმყოფება ევროკომისიის ხელმძღვანელიც. ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინის ომის გარშემო ჩინეთის პოზიციის გარკვევაა, რადგან დაწყების დღიდან ოფიციალურ პეკინს საომარი მოქმედებები არ დაუგმია. ერთ-ერთი ვერსიით, საფრანგეთის ლიდერი ჩინეთში კონკრეტული მისიით არის ჩასული და ის გეგმავს, რომ სი ძინპინი ომის დასასრულებლად რუსეთზე თავისი გავლენების გამოყენებაში დაარწმუნოს. გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე მაკრონი ჩინეთთან დიალოგის გაგრძელებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან იწყება.