რთული ურთიერთობის და არაერთი მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ ჩინეთი და ევროკავშირი სტრატეგიული თანამშრომლობის მომავალზე მსჯელობენ.
პეკინში ევროკავშირის ლიდერები იმყოფებიან. გეოპოლიტიკა, ვაჭრობა, უკრაინის ომი – ჩინეთ-ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია და რამდენიმე გლობალურ საკითხს მოიცავს. იყო მნიშვნელოვანი მოწოდებები და გზავნილები მოსკოვთან ურთიერთობაზე და უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებას ამ დრომდე არ დაუგმია. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა სავაჭრო ურთიერთობებში ბალანსის მიღწევა. ევროპელი ლიდერები პეკინში სიით ჩავიდნენ. ჩამონათვალი იმ ჩინურ კომპანიებს მოიცავს, რომლებიც ევროკავშირის აზრით, რუსეთს ორმაგი დანიშნულების პროდუქტებს აწვდიან.