ჩიხში შესული მოლაპარაკებები

ლუქსემბურგში განხილვის თემაა კვირის ერთ-ერთი მთავარი მოლაპარაკებაც. ახლა ყველა დიდი ინტერესით ელოდება, შეძლებენ თუ არა დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსითთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმების მიღწევას.

კითხვას პასუხი, სავარაუდოდ, 17 ოქტომბერს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე უნდა გაეცეს. მანამდე კი პროგნოზები არაერთგვაროვანია.

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლამდე ხუთი თვე რჩება, თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა აკონტროლონ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვარი.