ჭიათურის მერის პოსტი დღეიდან ვაკანტურია.
არჩევიდან ცხრა თვეში პაატა ნადირაძემ თანამდებობა ვადაზე დატოვა. ყოფილი მერი საკუთარ გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაპირისპირებას უკავშირებს.
ინფორმაციას არ ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ არჩეული მერის გადადგომა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი დღეს ერთადერთი იყო, რომელმაც ამ თემაზე მედიასთან განმარტება გააკეთა.