ჩემპიონი გოგონები

ძალოსნობაში 23 წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს წარმომადგენლობა ერთი ჩემპიონით და ერთი ვიცე ჩემპიონით დაბრუნდა. ჩემპიონატი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 26 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა. ორივე გოგონა იმერეთიდან არის.

ქუთაისელ ჩემპიონ გოგონებს ირმა ჭოლაძე და დავით ლორთქიფანიძე შეხვდნენ.