თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა.
დღეს საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ფინეთია. დაპირისპირება 17:30 საათზე დაიწყო. ფინეთის გარდა ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ბელარუსი, საბერძნეთი და იტალია არიან. ნახევარფინალში ჯგუფებიდან 2-2 გუნდი გადის. ანალოგიური ტურნირი იმართება ავსტრიის ქალაქ ტულნში.
ამ ორი ჩემპიონატის გამარჯვებული 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ელიტარულ 16 გუნდში თამაშის უფლებას მოიპოვებს.