„ჩელენჯ ქაფი“: თბილისის ავჭალის სარაგბო სტადიონზე მეორე შეხვედრა გაიმართა
ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე, თბილისის ავჭალის სარაგბო სტადიონზე მეორე შეხვედრაც გაიმართა.
ერთმანეთს „კრასნი იარი“ და „ლონდონ აირიში“ დაუპირისპირდნენ. რუსულ გუნდში სამი ქართველი ირიცხება, მაგრამ მხოლოდ გიორგი ფრუიძემ ითამაშა. ასევე არ იყო ინგლისელთა რიგებში ლაშა ლომიძე, რომელსაც მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს.
თამაში ინგლისელთა გამარჯვებით, 24:17 დასრულდა.