დაახლოებით ერთი საათი რჩება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრამდე.
23 საათსა და 45 წუთზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. სწორედ დღევანდელი თამაში გამოავლენს B1 ჯგუფის გამარჯვებულს. საქართველო ჯგუფში 7 ქულით მე-2 ადგილზეა, ჩეხეთს კი რვა ქულა აქვს. მოგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ უფრო წინ წაიწევს. ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში დაგეგმილი მატჩს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ. თამაში
„ანდრუვ სტადიონზე“ გაიმართება. ქალაქის ცენტრში ახლა ქართველი გულშემატკივრები იკრიბებიან. სტადიონამდე ფეხით მსვლელობა იგეგმება. მატჩის საყურებლად ემზადებიან თბილისშიც. რესპუბლიკის მოედანზე ეკრანებია დამონტაჟებული. ჩვენი გადამღები ჯგუფი ქალაქ ოლომოუცშია.
როგორ ემზადება ვილი სანიოლის გუნდი ჩეხეთის ნაკრებთან შესახვედრად, – ლევან ღუდუშაური ოლომოუციდან.