ჩეხეთი-საქართველო პირველ არხზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო, გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადება.

მატჩი ხვალ ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გაიმართება. „ჯვაროსნები“ ჯგუფის ლიდერ ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თუ თამაში ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ დასრულდება, ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფში დიდი ალბათობით პირველ ადგილს გაინაღდებს. ბოლო თამაშამდე ჩეხეთის ნაკრებს 8, საქართველოსა და ალბანეთის გუნდებს კი 7-7 ქულა აქვთ. 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა უკრაინა. ოლომოუცის არენაზე „ჯვაროსნებმა“ უკვე გამართეს ბოლო წინასამატჩო ვარჯიში.

„მოამბე“ ჩეხეთიდან, – ლევან ღუდუშაური გააშუქებს ხვალინდელ მატჩს.