გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი აკრიტიკებს. „მრცხვენია გაეროსი. ჩემი აზრით, ჩეხეთის რესპუბლიკა არაფერს უნდა ელოდოს ისეთი ორგანიზაციისგან, რომელიც ტერორისტებს უჭერს მხარს და არ სცემს პატივს თავდაცვის ძირითად უფლებას. სამი კვირის წინ „ჰამასმა“ ისრაელის 1 400-ზე მეტი მოქალაქე მოკლა, ეს უფრო მეტი მსხვერპლია ვიდრე 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში იყო. „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილი უპრეცედენტო ტერაქტის წინააღმდეგ ნათლად მხოლოდ 14 ქვეყანა დადგა, მათ შორის ჩვენც“, – განაცხადა ჩერნეხოვამ.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ“ მოუწოდებს.