ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეიდან ბოლო მეოთხე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება. პროცესს დედაქალაქის მერი გაეცნო.
კახა კალაძის განცხადებით, დაწყებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა. დამონტაჟდება ელექტროგადამცემი ბოძები, სანათების, ავტობუსის გაჩერებები და ურნები. სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.