„ჯივიპი“ ხვალ ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. რის გამოც სამუშაოების მიმდინარეობისას, ხვალ 10:30 საათიდან 19 თებერვლის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის გამზირს, ფალიაშვილის ქუჩის ნაწილს, აბაშიძის, ყიფშიძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე, წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა.