ჩაშლილი სხდომა

ზუგდიდის საკრებულოში სხდომა ჩაიშალა. მერს 2022 წლის ანგარიში უნდა წარედგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბოიკოტი გამოაცხადეს, არ იმყოფებოდა არც „ქართული ოცნების“ ორი და „პარტია საქართველოსთვის“ ერთი წარმომადგენელი. კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა გადაიდო.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 45 წევრია. ფრაქცია „ენმ“ – 22, „ქართული ოცნება“ – 20, „გახარია საქართველოსთვის“ – 3. სხდომას დღეს სულ 20 დეპუტატი ესწრებოდა.