ჩაშლილი პრაიდფესტივალი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ პოლიციამ დაკისრებულ ამოცანას კარგად გაართვა თავი. კონსტიტუციის გარანტირებული უფლებების დარღვევაზე საუბრობს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პროცესებთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და მმართველი პარტია ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.

თემაზე საუბარს ახლა მარიამ ბერძენიშვილი განაგრძობს და საკანონმდებლო ორგანოს სპიკერისა და პრეზიდენტის განცხადებების შესახებ ისაუბრებს.