ბათუმის ცენტრში მდებარე ქალაქეის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი შენობა კვლავ მყიდველის მოლოდინშია. აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიერ უკვე გამოცხადებული 4 აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. მესამე სექტორი ავტონომიის მთავრობას არეფექტური ხარჯვის ბრლადებით აკრიტიკებს. შენობის გასაყიდად მეხუთე აუქციონი 16 ნოემბერს გაიმართება. ორაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შენობა 15 მილიონი ლარის ნაცვლად 9 მილიონ ლარად შეიძლება გაიყიდოს. ახალი მესაკუთრე კი 12 მილიონი ლარის ინვესტიის ვალდებულებას აიღებს.