საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლის“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალების სრულუფლებიანი წევრია. ნატო-ს მეორე დონის შეფასების შემდეგ, ქართულ ქვედანაყოფს ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის სერტიფიკატი მიენიჭა და 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ნატო-ს რეაგირების ძალების შემადგენლობაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს.
შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, ასეულმა წარმატებით გაართვა თავი დასმულ ამოცანებს და სერტიფიცირება წარმატებით გაიარა.