„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, ტრადიციულ საზეიმო-კულტურულ დღესასწაულს, „ჩაოობას“ დაესწრნენ. კანდიდატმა სოფლის მოსახლეობასთან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო პროგრამაზე და ამომრჩეველს ის პროექტები გააცნო, რომელიც ხორციელდება და ასევე უახლოეს მომავალში დაიწყება. დღესასწაული საპატიო ჩაოელის დაჯილდოებით დასრულდა.