სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადირების საკითხს მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. ზურაბ ადეიშვილის მიერ გერმანიისთვის მიწერილი წერილი, სადაც ის წერს რომ დავით ჭაკუა პოლიტპატიმარია, პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. საკითხს ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც.
დავით ჭაკუას, სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.