ე.წ. ციხის კადრების საქმეზე ჭაკუა-ადეიშვილის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
ზურაბ ადეიშვილს და დავით ჭაკუას აღნიშნულ საქმეზე პირველი ინსტანციით ოთხი წლით და ექვსი თვით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა და დაეკისრათ ჯარიმა 5000-5000 ლარის ოდენობით. პროკურატურის მტკიცებით, ადეიშვილის ორგანიზებით და დაკვეთით დაიდგა ე.წ. ციხის კადრები მას შემდეგ, რაც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა სექტემბრის დასაწყისში შეიტყო ინფორმაცია, რომ არსებობდა გლდანის ციხეში გადაღებული პატიმართა ცემისა და წამების ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა არჩევნების წინ გამოქვეყნებულიყო. პროკურატურის ინფორმაციითვე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ბრალად 2012 წლის არჩევნებამდე პატიმრების ცემის ორგანიზება ედებათ.