მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე ჩაის ადგილობრივი მწარმოებელი და იმპორტიორი 15-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალის მიზანი ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და ქვეყანაში ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციაა. ფესტივალი ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2005 წლიდან ტარდება.