„ჭაჭის ფესტივალი 2024“ - თელავში

„ჭაჭის ფესტივალი“ თელავში – ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ პავილიონებში ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ფესტივალში მცირე მარნები, ფერმერები და გლეხები, ასევე ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ. დღის ბოლოს საკონკურსო ჟიური 2024 წლის საუკეთესო ჭაჭის მწარმოებელს შეარჩევს, გარჯვებულები კი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდებიან. „ჭაჭის ფესტივალის“ მიზანი წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლებაა.