ავტოტრანსპორტით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ვაკეში მოხვედრა მარტივდება. მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და იქ ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ. დღეს ადგილზე კახა კალაძე იმყოფებოდა. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ახლადმოწყობილი პანდუსების საშუალებით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით არის შესაძლებელი. პროექტისთვის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.