საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების განხილვა საქართველოს საარჩევნო პროცესში – ამ თემაზე გამართულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ცესკო-ს სწავლების ცენტრთან ერთად უმასპინძლა.
შეხვედრაზე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები განიხილეს, რაც ხმის დათვლის პროცედურის გაუმჯობესებას უკავშირდება. ასევე ისაუბრეს ამომრჩევლის ბიომეტრიულ რეგისტრაციაზე, ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურაზე და გამჭვირვალე და ფინანსურად ხელმისაწვდომ არჩევნებზე. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში ევროსაბჭოს ოფისისა და საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტებმა, საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებულმა კომპანიებმა, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს.