ცესკოს მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობაზე

ამომრჩეველთა აქტივობაზე ახალ მონაცემებს აქვეყნებს ცესკო, სადაც რამდენიმე წუთის წინ მორიგი ბრიფინგი გაიმართა. საღამოს ექვსი საათის მონაცემებით, საოლქო კომისიებში სულ 68 საჩივარი იყო შესული. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ძირითადად, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ტექნიკური ხასიათის დარღვევებს, დაფიქსირდა რამდენიმე დამკვირვებლის გაძევების ფაქტებიც. ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელ ოქმებს ელოდებიან.